ლევან დავითაშვილი: პოლიტიკური პოპულიზმი ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს არანაირად არ პასუხობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა იმ კონკრეტულ სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრა, რომლებიც მეღვინეობის სფეროში პანდემიის ფონზე გატარდა. მინისტრმა ოპოზიციურ კრიტიკას უპასუხა და მათ ქმედებებს “პოლიტიკური პოპულიზმი” უწოდა.

„მინდა, გამოვეხმაურო გარკვეული ძალების ქმედებებს, რომლებიც, მე ვფიქრობ, რომ არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და ამაზე არაერთი განცხადება მქონდა.

პოლიტიკური პოპულიზმი, რომელიც ჩვენი მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობს, ხელს უშლის პროცესის სწორად, ლოგიკურად წარმართვას და, რა თქმა უნდა, ჩვენი ფერმერების, ჩვენი მოსახლეობისა და მოქალაქეების ინტერესებს არანაირად არ პასუხობს. პირიქით, აზიანებს”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები