ქუთაისში სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ტარდება

ქუთაისში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ქუთასიის მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ყოველი სამუშაო დღის დასაწყისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტოფარეხიდან გასვლის წინ, დეზინფექცია უტარდება, ავტობუსების და მიკროავტობუსების სალონი მუშავდება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით.
სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი.

ამასთანავე, მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების საერთო სარგებლობაში არსებული ფართების დეზინფექციაც.
სადეზინფექციო სამუშაოებს ასრულებს ქუთაისის დეზინფექციისა და სპეციალური ეპიდზედამხედველობის სამსახური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები