ოზურგეთში კოვიდინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

ფოთის “ცხელების ცენტრში” ოზურგეთიდან შესულ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა. ფოთის ის გუშინწინ საღამოს გადაიყვანეს.

“გვყავს ერთი კოვიდდადებითი შემთხვევა ოზურგეთიდან, პაციენტი გუშინწინ საღამოს შემოვიდა ჩვენთან, ცხელებით, ასევე, ყელის ტკივილით. ის გადავიყვანეთ ბოქსირებულ განყოფილებაში. მისი ბიოლოგიური მასალა გადაგზავნილი იყო ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში და უკვე გუშინ გვიან ღამით დაუდასტურდა ინფექცია. ის გადაყვანილია შესაბამის კოვიდ კლინიკაში. მის ეპიდანამნეზში აღნიშნულია ბათუმში მოგზაურობის ისტორია.

ამჟამად, ჩვენს ცხელების ცენტრში გურიიდან კიდევ ერთი პაციენტი იმყოფება, ლანჩხუთიდან, 39 წლის ქალბატონი. ტესტი უკვე გაუკეთდა ამ დილით და ველოდებით პასუხს”, – განაცხადა ფოთის ცხელების ცენტრის ხელმღვანელმა, თეა მიგინეიშვილმა.

შეგახსენებთ, გურიაში, ბოლო მონაცემებით, სულ 29 კოვიდინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები