ჯანმო: ისევ უცნობია, რა ხანგრძლივ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე “კოვიდ 19”

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადან გებრეისუსის განცხადებით, კორონავირუსით გამოწვეული შედეგების შესახებ ისევ არაფერია ცნობილი.

ამის შესახებ მან ჟენევაში ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული განსაკუთრებით ბავშვებს შეეხება.

“ვიცით, რომ ბავშვები და მოზარდები შეიძლება, დაინფიცირდნენ და ვირუსის გადამტანებიც იყვნენ. ვიცით, რომ ამ ვირუსს ბავშვების მოკვლაც შეუძლია. თუმცა, ბავშვებში ინფექცია ბევრად მსუბუქი ფორმით ვითარდება და ბავშვებსა და მოზარდებში ბევრად ნაკლებია მძიმე შემთხვევები. 20 წელზე ნაკლებ ადამიანებში ინფიცირების მხოლოდ 10% მოდის და 0,2% ნაკლებია ლეტალური შემთხვევები”, – თქვა გებრეისუსმა.

ამასთან, მისი თქმით, საჭიროა  იმ ფაქტორების  მეტი კვლევა, რომლებიც ბავშვებში მძიმე რისკებს აძლიერებენ – “ისევ უცნობია, ხანგრძლივი შედეგები იმ ადამიანების ჯანმრთელობისთვის, ვინც ინფიცირებული იყო”.

ჯანმო-ს გენდირექტორის თქმით, სკოლების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება უკიდურესი ზომა უნდა იყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები