ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში ვინც უნდა დაასახელოს, ყველა მარცხისთვის იქნება განწირული

“ვინც  უნდა დაასახელოს ოპოზიციამ ზუგდიდის საარჩევნო ოლქში, ბუნებრივია, ყველა მათგანი განწირული იქნება მარცხისთვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ზუგდიდში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი ჩიქოვანი პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

“იმდენად არის ოპოზიციაში არეულობა, რომ ისინი ვერ ახერხებენ კანდიდატების დასახელებას რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში, ერთერთი არის ზუგდიდი. ეს არის შიდა დაპირისპირების შედეგი. არ ვიცი, მოახერხებენ თუ არა ამას საბოლოოდ და შეჯერდებიან თუ არა კანდიდატთან დაკავშირებით. ვინც  უნდა დაასახელონ მათ ამ არჩევნებში, ბუნებრივია, ყველა მათგანი იქნება განწირული მარცხისთვის ზუგდიდის საარჩევნო ოლქში, ირაკლი ჩიქოვანი დამაჯერებლად მოიგებს ზუგდიდის მაჟორიტარულ არჩევნებს პირველ ტურში, ამაში ვარ დარწმუნებული”, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები