ირაკლი კობახიძე: თუ ოპოზიციის მხრიდანაც დაცული იქნება სტანდარტები, თუ არ იქნება პროვოკაციები, საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში გაგრძელდება

“თუ ოპოზიციის მხრიდანაც დაცული იქნება სტანდარტები, თუ არ იქნება პროვოკაციები, საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში გაგრძელდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან ოპოზიციურ პარტიებს „ქცევის კოდექსზე“ ხელმოწერისკენ მოუწოდა.

“ჩვენ თავიდანვე ვუჭერდით მხარს ჩვენი პარტნიორების ინიციატივას საარჩევნო ეთიკის კოდექსის გაფორმებასთან დაკავშირებით, უფრო მეტიც, ჩვენ შევთავაზეთ რამდენიმე კონკრეტული ინიციატივა ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის, პერიმეტრის საკითხსა და სხვა რეგულაციებთან დაკავშირებით. შესაბამისად, აქტიურად ვიყავით ჩართულნი ქცევის კოდექსის შემუშავებაში და დღეს ჩვენ მოვაწერეთ ხელი კოდექსს, რომელიც შევუშავდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივით. რა თქმა უნდა, ჩვენი მოწოდება ოპოზიციის მიმართ არის ანალოგიური, რომ მათაც მოაწერონ ხელი ქცევის კოდექსს. ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი, რომ “ქართული ოცნება”, თავის მხარდამჭერებით, აქტივისტებით მიჰყვება თითოეულ რეგულაციას, რომელიც ასახულია ქცევის კოდექსში”, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისათვის, პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი არის ნებაყოფლობითი ეთიკის ნორმები, რომლის შემუშავების პროცესის ფასილიტაცია ცესკომ შვეიცარიის სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდაჭერით განახორციელა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები