საფრანგეთისა და შვედეთის ლაბორატორიებმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ბიომასალის გენმეორებითი ანალიზი ჩაატარეს, რომლის შედეგად ისევ დასტურდება, რომ პოლიტიკოსი “ნოვიჩოკის” ჯგუფის შხამით არის მოწამლული.
შესაბამისი განცხადება გერმანიის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა.
გარდა ამისა, გერმანიამ ნავალნის მასალის ანალიზის კვლევაში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაც ჩართო.
2 სექტემბერს გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა, შტეფან ზაიბერტმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის ორგანიზმში “ნოვიჩოკის” ჯგუფის შხამის კვალია ნაპოვნი.
ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ომსკის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მოათავსეს. მისი დიაგნოზი მოწამვლა იყო.
რამდენიმე დღის შემდეგ ის ბერლინში, “შარიტეს” კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ბიოლოგიური მასალა გამოსაკვლევად ბუნდესტაგის ლაბორატორიას გადაეცა. ლაბორატორიის დასკვნით, ნავალნი “ნოვიჩოკის” ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 4 მარტს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ადგილი ჰქონდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მკვლელობას. თავდასხმა განხორციელდა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ საიდუმლო ზემძლავრი ნერვული აგენტის – „ნოვიჩოკის“ გამოყენებით.