იოსებ ხახალეიშვილი: “მასტერ ლიგა” ხელს უწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მსგავსი ღონისძიებების ხელშემწყობები

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, „ქართული ოცნების” ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან და ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისში “მასტერ ლიგის” სამოყვარულო ჩემპიონატის გახსნას დაესწრო.

ხახალეიშვილის თქმით, “მასტერ ლიგა” ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ხელს უწყობს.

“ეს ძალიან მისასალმებელი პროექტია. ტურნირში, რომელშიც 10 ქუთაისური გუნდი მონაწილეობს, საქართველოს მასშტაბით 12000 ახალგაზრდა იქნება ჩართული. “მასტერ ლიგა” ხელს უწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებას და ჯანსაღ სპორტულ აზარტს. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მსგავსი ღონისძიებების ხელშემწყობები. სწორედ ასეთ ტურნირებს და ახალგაზრდულ მისწრაფებებს უნდა გავუწიოთ პოპულარიზაცია”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

საფეხბურთო ტურნირი MASTER LEAGUE საპილოტე ფორმატით პირველად გასულ წელს ჩატარდა. სამოყვარულო ფეხბურთი 7×7, რომელიც თბილისის მერიის და უშუალოდ კახი კალაძის ხელშეწყობით და ინიციატივით ეწყობა წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 544 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად ხორციელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები