წერეთლის გამზირზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ინფორმაცია შევიდა, რომ თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა დაკვამლიანება და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.

ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მისამართზე მისული მეხანძრე-მაშველების გადმოცემით, ხანძარი გაჩნდა სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მიშენებულ ორსართულიანი სასაყწობე ფართის შენობაში. იყო ცეცხლის ახლოსმდებარე შენობა-ნაგებობებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა დროულად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები