ტერაქტი, რომელმაც მსოფლიო შეძრა – 11 სექტემბრიდან 19 წელი გავიდა

ტერაქტიდან, რომელმაც მსოფლიო შეძრა, 19 წელი გავიდა. 2001 წლის 11 სექტემბერი არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არის ხსოვნის, გლოვისა და ფიქრის დღე, არამედ – მთელი მსოფლიოსთვის, როდესაც ტერაქტი, თავისი საზარელი შედეგით, ყველაზე თვალნათლივ ჩანს.

19 წლის წინ ამ დღეს ტერორისტული დაჯგუფება “ალ-ქაიდას” წევრებმა 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს, მათგან ორი ნიუ ორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის (ტყუპების)შენობებს შეაჯახეს, ორი მათგანი – პენტაგონზე. სამმა თვითმფრინავმა მიზანს მიაღწია, მეოთხე პენსილვანიის შტატის ქალაქ შანკსვილში ჩამოვარდა.

ტერაქტს 2 977 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 343 მეხანძრე და 60 პოლიციელი. გარდა ამისა, ტერაქტის შედეგად დაღუპულად მიჩნევა 19 ტერორისტი, მათგან 15 იყო საუდის არაბეთის, ორი არაბთან გაერთიანებული საამიროების, ერთი – ეგვიპტის და ერთი – ლიბანის მოქალაქე.

ტერორისტების მიერ ქვეყნისთვის მიყენებული ზიანის ზუსტი ოდენობა უცნობია. 2006 წელს მაშინდელმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ზიანი, ყველაზე დაბალი შეფასებით, 500 მლრდ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები