ცაგერის ორი სოფელი – ლაილაში და ორბელი ჩაიკეტა

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო ცაგერის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი – ლაილაში და ორბელი ჩაიკეტა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ უგრეხელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვები მანამ გაგრძელდება, სანამ ეპიდვითარება რეგიონში არ დასტაბილურდება.

“არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ცაგერის მუნციპალიტეტის 2 სოფელში – ორბელსა და ლაილაშში დროებითი შეზღუდვები დაწესდება. ამ მიზნით, სოფელ ალპანას შესასვლელსა და ორბელის უღელტეხილზე, ე.წ გადმოსახედზე 2 ბლოკპოსტი განთავსდა. შეიზღუდება გადაადგილება ყველასთვის, გარდა – დისტრიბუციის მანქანებისა. ამ ეტაპისთვის ჩვენ ვიმყოფებით სოფელ ორბელში, სადაც მოსახლეობას გავაცანით შეზღუდვები და მინდა, აღვნიშნო, რომ ისინი გაგებით მოეკიდნენ არსებულ სიტუაციას”, – განაცხადა უგრეხელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 12 შემთხვევაა დაფიქსირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები