გოჩა ენუქიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს,, მესტიის, ცაგერის, ლენტეხის, ონისა და ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სკოლის პედაგოგებს, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ფერმერული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.

,,შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და აღჭურვა ტექნიკით მთავარი ნაბიჯია ამ სფეროების წარმატებისკენ, ამიტომ ამ მიმართულებით, ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა:
რეაბილიტირდა 7 საჯარო სკოლა.
მოეწყო 14 სპორტული მოედანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით.
რეაბილიტირდა 2 საბავშვო ბაღი.
დაბა ლენტეხში აშენდა ახალგაზრდული ცენტრი.
მუნიციპალიტეტი აღიჭურვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით.
ხელს გიწყობთ, მხარს გიჭერთ და გგულშემატკივრობთ თქვენი სფეროების კეთილდღეობისთვის, ჩვენი რეგიონის განვითარების საქმეში”, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები