ზურაბ ქადაგიძე: რაც უფრო მეტს შეეცდება “ნაცოპოზიცია” კრიმინალებისა და ნაძირლების რეაბილიტაციას, მით უფრო მეტი სხვაობით მოიგებს “ოცნება”

„ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, კეზერაშვილის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, რაც უფრო მეტს შეეცდება “ნაცოპოზიცია” კრიმინალებისა და ნაძირლების რეაბილიტაციას, მით უფრო მეტი სხვაობით მოიგებს “ოცნება”.

„იპოვეთ ერთი განსხვავება. მარადიორი პირი, რომელიც ფრონტზე მოკლულებსა და დაჭრილებს ძარცვავს; მორალურად გახრწნილი ჯარისკაცი, რომელიც ომის დროს ძარცვავს მოსახლეობას. კეზერაშვილი პირი, რომელიც 2008 წლის ომის დროს გამდიდრდა; მორალურად გახრწნილი პარტიის წარმომადგენელი, რომელმაც ქართველი ჯარისკაცების სისხლის ხარჯზე ნაშოვნი ფულით ტელევიზია გახსნა. P.S. რაც უფრო მეტს შეეცდება ,,ნაცოპოზიცია,, კრიმინალებისა და ნაძირლების რეაბილიტაციას (კეზერაშვილი, საკააშვილი, ახალაია, რურუა, მერაბიშვილი, ადეიშვილი და ა.შ), მით უფრო მეტი სხვაობით მოიგებს „ოცნება” 2020-ის არჩევნებს”, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

დღეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი 8 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა და მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს ,,ყურით მოთრეული,, უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები