ირაკლი ჩიქოვანი: ჩემი ამოცანა იქნება ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც მეტ განვითარებას უზრუნველყოფს

,,ჩემი ამოცანა იქნება ზუგდიდში ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ჩვენი მუნიციპალიტეტის მეტ განვითარებას უზრუნველყოფს”, – განაცხადა ,,ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა, მაცხოვრისკარში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე.

,,ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩა როგორი ავარიული იყო, ყველას კარგად გვახსოვს. წელს ეს პრობლემა მოვაგვარეთ და ერთ-ერთ საუკეთესო კეთილმოწყობილ ქუჩად ვაქციეთ. ამავე ქუჩაზეა რეფერალური საავადმყოფო და რამდენიმე კლინიკა. ავარიული გზა, პირველ რიგში, სწორედ სასწრაფო დახმარების მანქანებს უქმნიდა გადაადგილების პრობლემას. ზუგდიდში იმ მასშტაბის ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება, როგორიც ბოლო ორი წელია მიმდინარეობს, ჩვენს ქალაქს არ ახსოვს.

ასევე, მაცხოვრისკარის უბანში მდებარეობს საჭადრაკო სკოლა, რომლის რეაბილიტაციაც დავასრულეთ. სკოლა ჩვენი საამაყო ზუგდიდელი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის სახელს ატარებს. ზუგდიდს უდიდესი საჭადრაკო ტრადიცია აქვს და, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ბევრი ღირსეული ახალგაზრდა აღიზრდება ამ სკოლაში”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები