მერაბ ქვარაია: თუ სააკაშვილს უნდა, რომ საზოგადოებამ დაუჯეროს, პირველ რიგში აღიარებითი ჩვენებით დაიწყოს – მოუყვეს საზოგადოებას იმ სახელისუფლებო კრიმინალზე, რომლის სათავეშიც იდგა
“მძიმე შეცდომები,” რომელზეც სააკაშვილი ამ ბოლო დროს ხშირად საუბრობს, სინამდვილეში უმძიმესი დანაშაულებია და თუ მას ნამდვილად უნდა რომ საზოგადოებამ დაუჯეროს, პირველ რიგში აღიარებითი ჩვენებით უნდა დაიწყოს – მოუყვეს საზოგადოებას იმ სახელისუფლებო კრიმინალზე, რომლის სათავეშიც თავად იდგა, შემდეგ კი ჩამობრძანდეს და პასუხი აგოს კანონის წინაშე “, – აცხადევს პარლამენტის წევრი, ზუგდიდის მაჟორიტარი, მერაბ ქვარაია .
მისივე თქმით, სააკაშვილი არის დამნაშავე და ადრე, თუ გვიან პასუხისგება მოუწებს.
“მისი მხრიდან ამ შეცდომების აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს წერტილს სააკაშვილის პოლიტიკურ დევნილობაზე საუბარს, ის ჩვეულებრივი დამნაშავეა, ძებნილი და დღეს თუ ხვალ აუცილებლად მოუწევს პასუხისგება.
რაც შეეხება საარჩევნო მიმართვას და ყალბ ანონსებს დაბრუნების შესახებ, ეს მორიგი სატყუარაა, რაც მისი და “გაერთიანებული ოპოზიციის” დაქცეულ რეტინგს ვერანაირ შედეგს ვერ მოუტანს. ოპოზიციის მხრიდან სააკაშვილის პრემიერ მინისტრობის კანდიდატად დასახელება კი ამ ყველაფრის ფონზე საერთოდ კომიკურად გამოიყურება”, – აღნიშნავს მერაბ ქვარაია.