თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურაში მივიდა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ადვოკატთან, მიხეილ რამიშვილთან და სახალხო დამცველის წარმომადგენელთან ერთად თბილისის პროკურატურაში მივიდნენ.

რამიშვილის თქმით, ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები საქმის მასალებს, ვიდეომასალებსა და დრონის ჩანაწერებს ნახავენ.

“მოგეხსენებათ, რომ საქართველოს გენერალური პროკურორი და სახალხო დამცველი – ნინო ლომჯარია ერთმანეთს შეხვდნენ და შეთანხმდნენ, რომ საქმის მასალას სახალხო დამცველის აპარატი გაეცნობა. ჩვენი ის მოთხოვნები, რაც გვქონდა, ისევ ძალაში რჩება. გარდა ამისა, დღეს ჩემი მოთხოვნა დაკავშირებულია სატელეფონო ჩანაწერთან თეთრიწყაროს პოლიციის თანამშრომელ ჯიმშერ აფციაურსა და იმ მწყემსს შორის, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვა. ისევ ძალაშია მოთხოვნა სატელიტიდან გადაღებულ სურათებთან დაკავშირებით. ოჯახის წევრები საკუთარი თვალით ნახავენ საქმის მასალებს, ვიდეომასალებსა და დრონის ჩანაწერებს, რომლითაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ არავითარი სამძებრო ღონისძიება არ ჩატარებულა, ვითომ სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა 72 საათი და ვიდეოზე მხოლოდ 30 წუთია, 9 ვიდეოჩანაწერია გაკეთებული”, – განაცხადა რამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები