ანა გაბეჩავა უარყოფს, რომ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებისგან 15 000 ლარი მოითხოვა

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთერთმა მოწმემ, ანა გაბეჩავამ ჟურნალისტებთან მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო, თითქოს, მან 15 000 ლარი წვეულების სტუმრებისგან მოითხოვა.

“არავითარი 15 000 ლარი არ მომითხოვია”, – აღნიშნა გაბეჩავამ.

ანა გაბეჩავა, ადვოკატებთან ერთად, მცხეთის რაიონულ სასამართლოში მივიდა. ადვოკატის, თათია მანიჯაშვილის თქმით, გაბეჩავამ არასრულწლოვანი ბრალდებულების საქმესთან დაკავშირებით ჩვენება უნდა მისცეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები