რატი იონათამიშვილი: გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიები ერთმანეთის ამომრჩევლის ხმის წართმევაზე არიან გადასულები

“გაერთიანებულ ოპოზიციაში იციან, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე რეალურ კონკურენციას ვერცერთი მათგანი  გაუწევს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიები ერთმანეთის ამომრჩევლის ხმის წართმევაზე არიან გადასულები.

„მათ იციან, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე რეალურ კონკურენციას ვერცერთი მათგანი  გაუწევს. ამიტომ, გადასულები არიან ერთმანეთის ამომრჩევლის ხმის წართმევაზე. ეს მათი რეალური ამოცანაა და მათ ამ ტაქტიკას საზოგადოება ხედავს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები