საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 სექტემბერს საქართველოში (ძირითადად, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგგან ძლიერი. შესაძლებელია, აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვა.

“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები