ვარკეთილში, სუპერმარკეტ “ზღაპარის” ფილიალის მენეჯერს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისში, სუპერმარკეტ “ზღაპარის” ვარკეთილის ფილიალის ერთერთ მენეჯერს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სუპერმარკეტის თანამშრომლის, სოფო თარაშვილის განმარტებით, ინფიცირებული მანამდე ორი კვირის განმავლობაში შვებულებაში იმყოფებოდა.

მისივე ცნობით, სუპერმარკეტი ერთი დღით დაიკეტა და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. მაღაზია ფუნქციონირებას განაგრძობს, ადგილზე ქსელური მაღაზიის სხვა თანამშრომლები მუშაობენ.

აღნიშნული ფილიალის 20 თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები