საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,- ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1650 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ რვა ადამიანი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 1310–ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 ადამიანი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 020 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები