ფილარმონიასთან აფეთქებისას დაშავებული 33 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ფილარმონიასთან მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად ერთიერთი დაშავებულის, 33 წლის მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

როგორც ალადაშვილის კლინიკის ექიმმა ცოტა ხნის ჟურნალისტებს განუცხადა, მამაკაცს კლინიკაში შეყვანისთანავე აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ტრავმული შოკი, ის გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე.

ექიმის თქმით, მამაკაცს აღენიშნება მრავლობითი ექსკორიაციები სახის არეში, დამწრობა სახის-გულმკერდის არეში, ჭრილობები გულ-მკერდის, მხრის არეში, სუნთქვის ჭარბი უკმარისობა.

მისივე თქმით, დიაგნოზი არის სიცოცხლისთვის საშიში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები