საგანგებო სიტუაციების სამსახური: “დეჟავუ”-ში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა – აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია

ფილარმონიასთან მდებარე კაფე “დეჟავუ”-ში, პირველადი ინფორმაციით, აფეთქების მომენტში სარემონტო სამუშოები მიმდინარეობდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტეს, სავარაუდოდ, მოხდა ჟანგბადის ბალონის აფეთქება. ასევე, აღინიშნება, რომ  აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ცენტრში, ფილარმონიასთან მდებარე კაფე “დეჟავუ”-ში ძლიერი აფეთქების ხმა, დაახლოებით, ერთი საათის წინ გაისმა.

წინასწარი ინფორმაციით, მომხდარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის კაფეს მენეჯერიც არის. ყველა მათგანი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები