ფილარმონიასთან მომხდარ აფეთქებას 1 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 2 დაშავდა

თბილისში, ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქებისას 1 ადამიანი გარდაიცვალა და 2 დაშავდა. ამის შესახებ “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

უწყების ცნობით, მუშები სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდნენ და გაზის ბალონი აუფეთქდათ.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ასევე, სახანძრო-სამაშველო სამსახურები და სასწრაფო დახმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები