კახა კახიშვილმა ვაზისუბანში საარჩევნო შტაბი გახსნა
პარტია „ქართული ოცნების” ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა ვაზისუბანში საარჩევნო შტაბი გახსნა და მხარდამჭერებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია კახიშვილის ოფიციალურ “ფეისბუქგვერდზე” ვრცელდება.
მაჟორიტარობის კანდიდატი ვაზისუბნის მოსახლეობას მუდმივ კომუნიკაციას დაჰპირდა და აღნიშნა, რომ მათ პრობლემებსა თუ საჭიროებებზე ყურადღება დროულად გამახვილდება.
„ვაზისუბანში საარჩევნო შტაბი გავხსენით და შევხვდით მხარდამჭერებს. მათ სამოქმედო გეგმა და ჩვენი ინიციატივები გავაცანით. შევთანხმდით, რომ თითოეულ მათგანთან მუდმივი კომუნიკაცია გვექნება და მათი საჭიროებები დროულად მოვა ჩვენამდე, შესაბამისად, პრობლემებსა და გამოწვევებს უფრო ეფექტურად და სწრაფად გავუმკლავდებით”, – აღნიშნავს კახიშვილი.