ირაკლი კობახიძე: კანონპროექტი ემსახურება „საარჩევნო კოდექსისა” და საარჩევნო გარემოს შემდგომ დახვეწას

„თუ ეს ცვლილებები ისეთია, რომელიც მოსწონს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომლითაც ჩვენ თავს ვიწონებთ, გამოდის, რომ ეს ყოფილა ძალიან კარგი და ეს კიდევ მეტად ამყარებს იმას, რომ კანონპროექტი თავისი შინაარსით ემსახურება საარჩევნო კოდექსის შემდგომ დახვეწასა და საარჩევნო გარემოს შემდგომ დახვეწას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო ნორმები და რეგულაციები აქამდეც მოქმედებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში იქნება ბევრად უფრო მკაფიო და გამკაცრებული.

„მაგალითისათვის, 2018 წელს დაფიქსირდა არაერთი, ათეულობით სამართალდარღვევა, რასთან დაკავშირებითაც, მათ შორის, რამდენიმე ათეულ საქმეზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მთელს რიგ საქმეებზე, ასეთი არის, ალბათ, 20-30 საქმე, განაჩენი დადგა სამართლებრივი. მათ შორის, ნახევარზე მეტი შემთხვევა იყო „ქართული ოცნების” მხარდამჭერების შემთხვევა. შესაბამისად, კანონი არის არა მხოლოდ დახვეწილი, არამედ კანონი მუშაობს, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს იმის საფუძველს, რომ ეს ცვლილებაც არის არამხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანი  მხოლოდ ქაღალდზე, არამედ ეს ცვლილება იმუშავებს პრაქტიკაშიც.
​ნომრები, რა თქმა უნდა, აქამდეც მოქმედებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო მკაფიო და გამკაცრებული, რაც გულისხმობს იმას, რომ კიდევ მეტად გაუმჯობესდება საარჩევნო გარემო საქართველოში. აქედან გამომდინარე, კრიტიკას საფუძველი არ აქვს, ეს კანონპროექტი არის გავლილი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ყველაფერი სხვა არის სპეკულაცია. ვიცით, რომ, სამწუხაროდ, გვყავს დესტრუქციული ოპოზიცია და მათი თვითმიზანია ყველაფრის გაკრიტიკება, მათ შორის, ისეთი რამისაც, რაზეც ყველა ვთანხმდებით, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც”, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები