3 სექტემბერს ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება

3 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში  მედიისა და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის  ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის პროგრამის წარდგენა გაიმართება.

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ბათუმის საავტორო ფილმების მე-15 საერთაშორისო ფესტივალი ტარდება ქალაქ ბათუმში, 2020 წლის 13-20 სექტემბერს. კინოფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”.

პრესკონფერენციაზე გამომსვლელები ისაუბრებენ შემდეგ საკითხებზე:
კინოფესტივალის 2020 წლის გამოშვების სრული პროგრამა – საკონკურსო და არასაკონკურსო
სექციები;
კინოჩვენებების ადგილმდებარეობანი;
კინოფესტივალის 2020 წლის გამოშვების ჟიურის შემადგენლობა;
ინდუსტრიული პლატფორმის -„ალტერნატიული ტალღის” ფარგლებში დაგეგმილი
ვორკშოპები და მასტერკლასები;
ფესტივალის საპატიო სტუმრები.

მის: თბილისი, გამსახურდიას სანაპირო №4.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები