ანატოლი ბიბილოვი: რუსეთთან საზღვარს 15 სექტემბერს გავხსნით

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის“, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, საზღვარი რუსეთთან 15 სექტემბერს გაიხსნება.

„ვფიქრობ, რომ საზღვარს 15 სექტემბერს გავხსნით და ეს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე უნდა გაკეთდეს“, – აცხადებს ბიბილოვი.

მისი თქმით, ამ დროისათვის ბავშვები სკოლაში წავლენ და სასწავლო წლისათვის მომზადებაა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო მეხუთე თვეა, ე.წ. სამხეთ ოსეთისა და რუსეთის „საზღვარზე“ საკარანტინე რეჟიმია დაწესებული და ყოველგვარი გადაადგილება შეზღუდულია. რუსული მედიის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში 100-ს გადააჭარბა. ოკუპირებული ცხინვალის „ადმინისტრაციის“ ინფორმაციით, COVID- 19 -ის ყველა შემთხვევა „რესპუბლიკაში“ იმპორტირებულია და ინფექციის წყარო, ძირითადად, რუსი სამხედროები არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები