გახარიამ თბილისის მერიას მოუწოდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სავაჭრო ობიექტებთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები გამკაცრდეს

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ თბილისის მერიას მოუწოდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სავაჭრო ობიექტებთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები გამკაცრდეს.

„მინდა, მოვუწოდო ქალაქის მერიას, ნორმები, რომლებიც დაწესებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ობიექტებზე, აქაც უნდა გავამკაცროთ მიდგომები, რადგან სექტემბერია, ქალაქში ბრუნდებიან დამსვენებლები, იწყებენ ყოველდღიურ ცხოვრებას, შრომას და ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ, სამწუხაროდ, რაღაც პერიოდი მსგავსი შეზღუდვებით და დისკომფორტით მოგვიწვს ცხოვრება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან,  გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევის მიუხედავად, საგანმანათლებლო პროცესის გადადება არ განიხილება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები