მირიან ნიკოლაძე: ბიძინა ივანიშვილი კი არ უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, უნდა წავიდეს კლეპტოკრატია

„ბიძინა ივანიშვილი კი არ უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, უნდა წავიდეს კლეპტოკრატია, რომელიც 30 წელია მართავს ქვეყანას, არ აძლევს არავის არაფრის გასაქანს “,- ამის შესახებ პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ წარმომადგენელმა, მირიან ნიკოლაძემ ტელეკომპანია “ტვპირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
„მე დღეს ვერ ვხედავ ხედვას ამ პარტიებიდან. უნდა გავრეკოთ ხელისუფლებიდან კლეპტოკრატია ივანიშვილიც, კლეპტოკრატია ხაზარაძე, კლეპტოკრატია ჩხარტიშვილი. კლეპტოკრატები არიან დეპუტატების ის ნაწილი, რომელთაც ფულის შოვნის მეტი არაფერი არ გაუკეთებიათ“,- დასძინა მირიან ნიკოლაძემ.
მისი თქმით, საზოგადოებას პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ იძლევა იმის გარანტიას, რომ არც ერთხელ არ ყოფილა მცდელობა ჩამოყალიბებულიყო პოლიტიკური მმართველი ფენა.
“კლეპტოკრატიამ შეჭამა ყველაფერი, საქართველოში კი მმართველი ფენა არ არის ჩამოყალიბებული“,- აღნიშნა ნიკოლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები