“პარტია თუ გადაწყვეტს, რომ უნდა ვიყო სიაში, უკვე კანდიდატის ამპლუაში ვაწარმოებ საარჩევნო კამპანიას”
ვიცე-პრემიერის, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, თუ პარტია “ქართული ოცნება” გადაწყვეტს, რომ ის საარჩევნო სიაში უნდა იყოს, კანდიდატის ამპლუაში საარჩევნო კამპანიის წარმოებას დაიწყებს.
„დღეს დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. მინდა „ქართული ოცნების“ პარტიულ აქტივს, თითოეულ წევრს რაიონებში, დედაქალაქში, მოვუწოდო მაქსიმალური მობილიზებისკენ. წინასწარ ვუთხრა მადლობა იმ ტიტანური შრომისთვის, რომლის გაწევაც მათ მორიგ ჯერზე ჩვენთან ერთად მოუწევთ და რა თქმა უნდა, მათ გვერდით ვიქნები ამ წინასაარჩევნო კამპანიაში, მინისტრის პოზიცია კანონით მაძლევს ამის საშუალებას. ხოლო თუ პარტია გადაწყვეტს და ამის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მომდევნო კვირებში უნდა გახდეს ცნობილი რომ მე უნდა ვიყო საარჩევნო სიაში, რა თქმა უნდა უკვე კანდიდატის ამპლუაში ვაწარმოებ ამ კამპანიას“, – განაცხადა წულუკიანმა.