კელი დეგნანი: თუ არჩევნები იქნება ფოკუსირებული გამოწვევებსა და ამომრჩევლის ინფორმირებაზე, დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები წინაზე უკეთესი იქნება

“თუ არჩევნები იქნება ფოკუსირებული გამოწვევებსა და ამომრჩევლის ინფორმირებაზე, რათა მათ შეძლონ, 31 ოქტომბერს საკუთარი არჩევანი ინფორმირებულად გააკეთონ, დაშინების გარეშე, დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები წინა არჩევნებზე უკეთესი იქნება”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-სა და საქართველოს სხვა საერთაშორისო მეგობრებს აქვთ პროგრამები, რომლებიც ეხმარება ქართველებს, უფრო ეფექტიანად აღმოაჩინონ ფეიკნიუსები და მოიძიონ ზუსტი ინფორმაცია.

„სხვადასხვა არჩევნებისას რუსეთის ქმედებებს თუ გადავხედავთ, თუნდაც რამდენიმე წლის წინ აშშ-ის არჩევნებს, ნათელია, რომ ქვეყნებმა უნდა დაიცვან თავიანთი საარჩევნო სისტემები, ეს სიმართლეა როგორც საქართველოსთვის, ისე – სხვა ქვეყნებისთვის. ჩვენ და საქართველოს სხვა საერთაშორისო მეგობრებს გვაქვს პროგრამები, რომლებიც ეხმარებიან ქართველებს, უფრო ეფექტიანად აღმოაჩინონ ფეიკნიუსები და დეზინფორმაცია, მოიძიონ მართალი და ზუსტი ინფორმაცია. პოლიტიკურ პარტიებსა და ლიდერებს აქვთ პასუხისმგებლობა, რომ ამომრჩევლებსა და საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ.

ვფიქრობ, ამ მიმართულებით მომდევნო რამდენიმე კვირაში ძალიან კარგ განვითარებებს ვიხილავთ, თუ არჩევნები იქნება ფოკუსირებული გამოწვევებსა და ამომრჩევლის ინფორმირებაზე, რათა მათ შეძლონ, 31 ოქტომბერს საკუთარი არჩევანი ინფორმირებულად გააკეთონ, დაშინების გარეშე, დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები წინა არჩევნებზე უკეთესი იქნება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები