ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანლის მოადგილეს შეხვდა და “კოვიდ-19”-ის პანდემიის მხრივ არსებული ვითარება განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანლის მოადგილეს, ასუნსიონ სანჩეზ რუიზსა და წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მრჩეველს, ჟულიენ კრამპს შეხვდა.

როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს “კოვიდ-19” პანდემიის მხრივ არსებული ვითარება და აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოში მგზავრობის, მათ შორის, საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლასთან დაკავშირებული საკითხები.

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებზე. შეხვედრისას ევროკავშირის წარმომადგენლებს ასევე მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის მაქსიმალური რაოდენობით საერთაშორისო დამკვირვებლის უზრუნველყოფის მიზნით, ქართული მხარის მიერ განხორციელებული და მიმდინარე ძალისხმევების, პანდემიის გათვალისწინებით მათთვის შექმნილი წესების (კოვიდ პროტოკოლის), მათ შორის, ტრანსპორტირების შესახებ.

ევროკავშირის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს პანდემიის დასაძლევად საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და ქვეყანაში არსებულ სანიმუშო მდგომარეობას, რაც აღიარებულია ევროკავშირის მიერ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები