კინოფესტივალი „სინედოკი“ – „პავილიონის“ პრემიერა

1 სექტემბერს, 20:30 საათზე, კინოფესტივალ „სინედოკის“  მერვე გამოშვების ფარგლებში, DRIVE-IN CINEMA ლისზე, ნაჩვენები იქნება ანა ჯეგნარაძისა და მარიტა თევზაძის ნამუშევარი – „პავილიონი“.

„ფილმის პრემიერა სწორედ ჩვენს კინოფესტივალზე იმართება და ის საკონკურსო სექცია FOCUS CAUCASUS-ში მონაწილეობს“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

ფილმის სინოფსისი: როგორ იცვლის სახეს ადამიანი და მასთან დიდი იმედებით დაკავშირებული ისტორიული შენობა, სეზონების მიხედვით. რამდენად მყარია მეხსიერება და რას შეუძლია თავი გადაირჩინოს, როცა ღამდება და ქალაქის ცაზე კოსმოსური ხომალდებივით დაცურავენ შუშის სასტუმროები, სადაც ორი დიდტანიანი ძაღლი და ერთი ემოციური კატა დაეხეტებიან, სადაც ზამთრის სუსხისგან ყვითელი კიმონო გიცავს. რომელი ღრიჭოებიდან მოიპარებიან ხოლმე აჩრდილები?

მეტი ინფორმაცია ფილმის შესახებ: https://cinedoc-tbilisi.com/ka/film/31

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები