გია ვოლსკი: „ქართული ოცნების“ ინიციატივა ოპოზიციასაც ეხება, რომელიც საკმაოდ ინტენსიურად იყენებს ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მეთოდებს

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის თქმით, მმართველი გუნდის ინიციატივა, რომელიც ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს, ოპოზიციასაც ეხება. როგორც მან აღნიშნა, ისინი საკმაოდ ინტენსიურად იყენებენ ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მეთოდებს.

„ოპოზიცია საერთოდ გაუგებარ რამეს ამბობს. კანონპროექტი ეხება არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ – ოპოზიციას, რომელიც საკმაოდ ინტენსიურად იყენებს ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის სხვადასხვა მეთოდებს. საზოგადოება იმის ღირსია, რომ დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს. ეს კანონიც მნიშვნელოვანი შენატანი იქნება ამაში. ნებისმიერი ადამიანი ათჯერ უნდა დაფიქრდეს, სანამ გადაწყვეტს, რომ ამომრჩეველზე რამე სახით მოახდინოს ზეწოლა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, პარტია „ქართული ოცნება“ ინიციატივით გამოდის, რომ ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სანქციები გამკაცრდეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები