თორნიკე რიჟვაძე: წინა ხელისუფლების დროს აჭარაში 4 მლნ კვ/მ მიწა გასხვისდა 1 ლარად

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქობულეთი წამყვან, წარმატებულ ტურისტულ დანიშნულებად ჩამოყალიბდეს”, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ქობულეთს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს და ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი კეთდება დარგის ხელშეწყობისთვის.

„ჩვენი ხელისუფლების დროს ქობულეთში დაიწყო და ბიძგი მიეცა ახალ რეალურ პროექტებს. ქობულეთი გახდება საერთაშორისო ბრენდების ქალაქი. წინა ხელისუფლების დროს, დიადი ინვესტიციებისა და ფასადური აღმშენებლობის სახელით, 4 მილიონ კვადრატზე მეტი ტერიტორია გასხვისდა აჭარაში და, დაახლოებით, 1 ლარად გაიყიდა აღნიშნული მიწის ნაკვეთები. მათ თავი ვერ შეიკავეს და 1 ლარად გაყიდეს ჩვენი გმირი წინაპრების, იუნკერების საფლავი. თუმცა, ჩვენ ამ ყველაფერს 2012 წელს ჩვენი ლიდერის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანლობით, ერთხელ და სამუდამოდ დავუსვით წერტილი.

ჩვენ, ყველა ვფიქრობთ აწმყოზე და კიდევ უფრო მეტს  – მომავალზე. ვფიქრობთ, როგორი იქნება ხვალინდელი დღე. თუმცა, ამ ყველაფერს უნდა ანალიზი, ამ კითხვებს სჭირდება პასუხის გაცემა, რომ მომავალში არავის ალ მოუვიდეს აზრად მსგავსი პრაქტიკის მობრუნება. ქობულეთს აქვს უდიდესი ტურისტული პოტენციალი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ქობულეთი წამყვან, წარმატებულ ტურისტულ დანიშნულებად, მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეს ქობულეთელ გლეხს, ფერმერს, როგორც ციტრუსის რეალიზაციაში, ასევე, სხვა მოსავლის რეალიზაციაში. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გაგრძელდეს როგორც სუბსიდირების პროგრამები, ასევე, მოხდეს საექსპორტო ბაზრების მაქსიმალური დივერსიფიცირება”, – განაცხადა რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები