გურამ მაჭარაშვილი: საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, ნებისმიერ პირს ჰქონდეს განცდა, რომ მისი თავისუფალი ნება საარჩევნო ყუთთან იქნება უზრუნველყოფილი

„საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, რომ გარკვეული სპეკულაციები ბოლომდე აღმოვფხვრათ, უზრუნველვყოთ და პრევენციული ხასიათის ზომები მივიღოთ საკანონმდებლო დონეზე, რომ საქართველოში ისეთ დონეზე ჩატარდეს არჩევნები,  ნებისმიერ პირს ჰქონდეს განცდა,  მისი თავისუფალი ნება, მივიდეს საარჩევნო ყუთთან და მისცეს ხმა იქნება უზრუნველყოფილი”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, თუ პირი არამართლზომიერი გავლენის მოხდენას შეეცდება, ამისთვის პასუხისმგებლობის სახით სისხლისსამართლებრივი ჯარიმა, 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობა და თავისუფლების 3 წლამდე  აღკვეთა იქნება განსაზღვრული.

„ჩვენ მიერ ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საარჩევნო კოდექსში შედის ცვლილებები. კერძოდ, თუ რომელიმე პირი მოისურვებს, რომ გარკვეული ტიპის არამართლზომიერი ზეგავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე დაშინებით ან იძულებით, მკაცრდება კანონმდებლობა, სანქციების ფორმატში. ასეთ შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება იმ პირის მიმართ, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს და არამართლზომიერად დააპირებს, რომ შედეგებზე მოახდინოს ზეგავლენა. კონკრეტულად, ჩვენ სამი ტიპის გრადაცია მოვახდინეთ სანქციების: სისხლისსამართლებრივი ჯარიმა, შემდგომი არის 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობა და კიდევ უფრო მკაცრი სანქცია გახლავთ თავისუფლების  3 წლამდე  აღკვეთა”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები