მესტიისა და ლენჯერის თემი, სავარაუდოდ, 2 სექტემბერს გაიხსნება

2 სექტემბერს, სავარაუდოდ, მესტიისა და ლენჯერის თემი გაიხსნება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„დღევანდელი 18 ახალი შემთხვევიდან 7 არის ინფიცირებულთან კონტაქტირებული პირი და 11 არის იმპორტირებული. უფრო და უფრო გაფართოებულია ქვეყანაში ტესტირების მაჩვენებელი. მთლიანად ქვეყანაში ტესტირებულია 376 ათასამდე ადამიანი და დღეში ჩვენ 4800-მდე PCR ტესტირებას ვაკეთებთ. ქვეყანაში ინფექციის თვალსაზრისით, რამდენიმე საყურადღებო წერტილი კვლავ რჩება. ეს არის მესტია, სადაც სიტუაცია უკვე დამშვიდდა, დიდი ალბათობით ოთხშაბათიდან სრულდება კარანტინში მყოფ მოქალაქეთა მე-12 დღეს გამოკვლევა. 85-90%-მა დატოვა საკარანტინო სივრცეები და სულ რამდენიმე ადამიანია, რომელიც დღეს ხვალ და ზეგ გაიტესტებიან. ვფიქრობ, რომ ორ სექტემბერს მესტიისა და ლენჯერის თემი გაიხსნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები