ცოტნე ანანიძე: ჩვენ ყოველთვის ვიდგებით ხალხის გვერდით, ხალხთან ერთად

,,ქართულმა ოცნებამ“ დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივებს აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ცოტნე ანანიძე წარუდგინა. კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა. ასევე, ისაუბრა იმ საბანკო სესხებთან დაკავშირებით, რომლებიც ადგილობრივებს აწუხებთ.
ცოტნე ანანიძის თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, “ქართული ოცნების“ გუნდი მოსახლეობის გვერდით იდგება.
“ჩვენ ყოველთვის ვიდგებით ხალხის გვერდით, ხალხთან ერთად. ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტები, რომელებიც საკანონმდებლო წესით გვაქვს მონიჭებული, ხალხისთვის სასარგებლოდ უნდა გადავწყვიტოთ. ზოგადად, ის მიმართულებები, რომლებიც სოციალური, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებობს – ბუნებრივია, პროფესირდება ჩვენი გუნდის მიერ. სხვა ტიპის საკითხები, რომლებიც დღეს აქტუალურია, მათ შორის, საბანკო სესხებთან დაკავშირებით, ჩვენ მოსახლეობის გვერდით ვიქნებით”, – განაცხადა ცოტნე ანანიძემ.

შეგახსენებთ, რომ მაჟორიტარობის კანდიდატი – ცოტნე ანანიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატია და მანდატის მეორე ვადისთვის იბრძოლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები