“ქართულმა ოცნებამ” ხელვაჩაურის მოსახლეობას პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა

პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები “ქართულმა ოცნებამ” დღეს ხელვაჩაურში წარადგინა. ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს გაერთიანებულ ოლქში მმართველი პარტიიდან პარლამენტის მანდატისთვის ანზორ ბოლქვაძე, უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად კი ფრიდონ ფუტკარაძე იბრძოლებს.

მხარდამჭერებს პრემიერმინისტრმა – გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა – კახა კალაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ – თორნიკე რიჟვაძემ მიმართეს.

გახარიამ სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ხელვაჩაურში სოფლის მეურნეობის, ტურიზმის ხელშეწყობის გეგმებზე, ასევე, სახელმწიფოს მხრიდან ამოქმედებულ ახალ პროგრამებზე გაამახვილა.

მისი თქმით, ხელვაჩაურის მოსახლეობას აღარ უნდა აწუხებდეს წყლისა და გაზის პრობლემები.

„სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა, შექმნას სრულყოფილი ინფრასტრუქტურა. თქვენთან აღარ უნდა იყოს, გაზმომარაგების, წყლისა თუ გზის პრობლემა. ჩვენ ამას ვაკეთებთ და მოსახლეობა ამას ხედავს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, რასაც ჩვენ აუცილებლად მოვაგვარებთ ეტაპობრივად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღესვე “ქართულ ოცნებას” დაგეგმილი აქვს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა ქობულეთში.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის ლიდერებმა კანდიდატები ქედის, შუახევისა და ხულოს ამომრჩეველს გუშინ წარუდგინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები