ამირან სალუქვაძე: 2024-სთვის თუ ოპოზიცია ისევ ძველი ლიდერების მძევლობაში იქნა, პოლიტიკური პროცესები ვერ გაჯანსაღდება

“კიდევ ერთი აღმაშენებელი თუ მხსნელი ჩამოვიდა აჭარაში. დიდი ხანია, არ გვინახავს, შეეტყო, შევერცხლილა. აჭარის ექსგუბერნატორი, ვარშალომიძე, ალბათ, უფრო ხალხმრავალ დახვედრას ელოდა, თვალებით დაეძებდა ფანებს, ხელდახელ დაწერილ პლაკატებს, ელოდა შეძახილებს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, 2024-სთვის თუ ოპოზიცია ისევ ძველი ლიდერების მძევლობაში იქნება, პოლიტიკური პროცესები ვერ გაჯანსაღდება.

„მოვა უკრაინის არჩევნების დროს, იქ იბრძვიან თავგამოდებით. ჯერ 1%-ს ვერ გადაახტნენ. მერე საქართველოში მოდის არჩევნების დრო. გაახსენდებათ „მშობლიური“ მხარე და ჩამოდიან სავალახოდ. მოიბალახებენ 10-15%-ს, მიიღებენ ისევ გარანტირებულ დაფინანსებას და შემდეგ არჩევნებამდე მათ მავნე ოპოზიციონერობანას უნდა ვუცქიროთ. უკრაინაში მათი გაკეთებული საქმეების შესახებ ერთი სტატია ვერ ვნახე. რაც ჩვენთან აკეთეს, თუ სადმე აგური დადეს, ათი იმდენი ამოგვადინეს. ვერც ბოდიშის მოხდა ისწავლეს, ისე გადმოგვიგდეს, სატყუარასავით. თუ ვინმე ჩაყლაპავს, ნახავთ შედეგებით. თქვენ მძევლად გყავთ მთელი ოპოზიცია?! დაპაუზებულია ბათუმიო, გაყვიროდნენ. დაპაუზებული კი არა, ადრე დავწერე, დასამუხრუჭებელი არის-მეთქი და დღეს გააჟღერა გახარიამ, რომ მშენებლობების ტემპები უნდა შენელდეს და ძველი იერი შენარჩუნდეს. გაიარეთ, ნახეთ, თქვენ შემდეგ რამდენი აშენდა. რაც თქვენ გააკეთეთ, მადლობა, რაც გააფუჭეთ, პასუხი არ გიგიათ. მაგაზე თქვენ უთხარით მადლობა, ვისაც ერგება. მოკლედ, ძალიან არაბუნებრივი, არადამაჯერებელი და წარსულში ჩარჩენილი. ერთი ვიცი, 2024-სთვის თუ ოპოზიცია ისევ ძველი ლიდერების მძევლობაში იქნა, პოლიტიკური პროცესები ვერ გაჯანსაღდება. იმედია ერს ეყოფა იმის უნარი, რომ ასეთ პოლიტიკოსებს, რომლებიც ორ საძოვარზე ძოვენ, ორი სამშობლო აქვთ, ორ კურდღელს დასდევენ და საქართველო მხოლოდ არჩევნებზე ახსენდებათ, უარს ეტყვის”, – წერს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები