31 აგვისტოს “ბავშვის უფლებათა კოდექსის” ამოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
31 აგვისტოს, 11:00 საათზე „ბავშვის უფლებათა კოდექსის” ამოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიებას დაესწრებიან: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – სოფო კილაძე, აშშ-ის ელჩი – კელი დეგნანი, ევროკავშირის ელჩი – კარლ ჰარცელი, გერმანიის ელჩი – ჰუბერტ ქნირში და UNICEF-ის ელჩი – ღასან ხალილი.
გარდა ამისა, 15:00 საათზე პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება, 16:00 საათზე კი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაა ჩანიშნული.
ამავე დღეს, 17:00 საათზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.