სოფელ წინუბანთან წიწვოვან ტყეს ცეცხლი უკიდია

 

ახალციხეში, სოფელ წინუბანთან წიწვოვან ტყეში ხანძარი გაჩნდა. ადგილი, რომელსაც ცეცხლი უკიდია ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკს ეკუთვნის. ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ადგილობრივები “რეგიონულ კვირას” უყვებიან, ცეცხლის ჩაქრობას 4 სახანძრო-სამაშველო სამსახურის მანქანა და 20-მდე ადგილობრივი ცდილობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ დეტალები ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები