ბორჯომში მომხდარ ავარიას 11 წლის მოზარდი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ბორჯომში 11 წლის მოზარდი ემსხვერპლა. მოზანავი-კორტანეთის საავტომობილო გზაზე ლექსუსის მარკის მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა.

“რეგიონული კვირას” ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილით, რომელიც ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, ხუთი ადამიანი გადაადგილდებოდა. მანქანაში სამი არასრულწლოვანი იმყოფებოდა. ორ მათგანს სხვდასხვა ტიპის დაზიანებები აქვთ მიყენებული და ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

ინფორმაციას, ჯეოჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრშიც ადასტურებენ. დაზარალებულები სავარაუდოდ ერთი ოჯახის წევრები არიან.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები