ზურაბ ქადაგიძე: ნელ-ნელა ყრიან ამ “მეორად” პოლიტიკოსებს უკრაინიდან და ამათაც ჰგონიათ, ქართულ საზოგადოებას შეასაღებენ საკუთარ თავს

 

ნელ-ნელა ყრიან ამ “მეორად” პოლიტიკოსებს უკრაინიდან და ამათაც ჰგონიათ, ქართულ საზოგადოებას შეასაღებენ საკუთარ თავს, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე ლევან ვარშალომიძის საქართველოში დაბრუნებას.

ქადაგიძის თქმით, ,,ნაცების” ოფისს რომ სახელი გადაერქვას და “მეორადი და საცალო” საქონელი უკრაინიდან დაერქვას ურიგო არ იქნებოდა.

“ლევანი დაბრუნდა-აჭარა თავისუფალია. რაიმე მძფრი მუსიკა რომ დაადო ,,ნაცების” ნიუსებს, კარგი ფილმი გამოვა. ერთიანად ,რომ გაგვახაროთ და სარფთან შეიკრიბოთ არ ჯობია? წინ მიშა, გვერდებიდან ზურა ადეიშვილი და ვაშალომიძე, ზურგი დათა ახალაის გაამაგრებინეთ და ისე შემოდით. უკრაინა ააშენეს და ახლა საქართველოს დროა. დაგიძველდათ პიარი. ისე ნელ-ნელა ყრიან ამ “მეორად” პოლიტიკოსებს უკრაინიდან და ამათაც ჰგონიათ ქართულ საზოგადოებას შეასაღებენ საკუთარ თავს. ,,ნაცების” ოფისს რომ სახელი გადაერქვას და “მეორადი და საცალო” საქონელი უკრაინიდან დაერქვას ურიგო არ იქნებოდა”,- წერს ზურაბ ქადაგიძე.

ზურაბ ქადაგიძე, სტატუსი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები