ლევან ვარშალომიძე ბათუმში დაბრუნდა

აჭარაში მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე დაბრუნდა. მას სარფის საბაჟოსთან თანაგუნდელები დახვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა. როგორც ,,რეგიონულ კვირას“ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მირდატ ქამადაძემ განუცხადა, ლევან ვარშალომიძე საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად განიხილება. საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

ბათუმის საკრებულოს წევრი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ამბობს, რომ ლევან ვარშალომიძე საკარანტინე სივრცეში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები