რუსთავში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსთავის “ცხელების ცენტრში” კორონავირუსი 47 წლის მამაკაცს დაუდასტურდა.ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” “ცხელების ცენტრში” განუცხადეს.

მათი თქმით, მამაკაცი რუსთავის მკვიდრია.

“გუშინ იქნა აღებული მამაკაცის საკვლევი მასალა და გავგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში,ამ დილით მივიღეთ დადებითი პასუხი კორონავირუსზე.მამაკაცი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს”,- განაცხადეს “ ცხელების ცენტრში” .

ცნობისთვის, ჯამში, რუსთავში კორონავირუსის 23 ფაქტი გამოვლინდა, მათგან 15 უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები