დღეს, პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ,,ქართული ოცნება” ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის გაერთიანებულ ოლქში წარადგენს

დღეს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს მმართველი გუნდი ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის გაერთიანებულ ოლქში წარადგენს. პარლამენტში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმღლეს საბჭოში კი ფრიდონ ფუტკარაძე.

ამომრჩეველთან პირველი შეხვედრა დღეს ქედაში გაიმართა. მხარდამჭერებს კანდიდატები პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ წარუდგინა.

„ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს სოფელზე, დაბაზე და მთლიანად ჩვენს ქვეყანაზე. დარწმუნებული ვართ, რომ გავიმარჯვებთ, მაგრამ სამართლიანად უნდა გავიმარჯვოთ, გამარჯვებას გისურვებთ“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიასთან ერთად ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ და თორნიკე რიჟვაძემ მიმართეს.

დღესვე კანდიდატების ოფიციალური წარდგენა დაგეგმილია შუახევსა და ხულოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები