ავღანეთში მომხდარ აფეთქებას 13 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთში, ყანდარის პროვინციაში ხელნაკეთი ბომბის აფეთქების შედეგად, 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედიასაშუალებები ადგილობრივ საავადმყოფოზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ცნობით, დაღუპულებს შორის ქალები და ბავშვები არიან. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.