ფოთში, ათონელის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

ფოთში, ათონელის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად სახლის მეორე სართული დაიწვა, შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის ცენტრში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟის ორი ბრიგადა მუშაობდა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი გაუმართავი ელექტროსადენების შედეგად, მოკლე ჩართვამ გამოიწვია. ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები